"მიცვალებულს მე ვიშვილებ, ჩემი ემიგრანტი გარდაცვლილი შვილის გვერდით დავკრძალავ, დედინაცვალი არა დედა ვიქნები"

04 Dec 2018 06:12

შოთო სიხარულიძე "ფეუსბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.


"მიცვალებულს მე ვიშვილებ შოთო, ჩემი ემიგრანტი გარდაცვლილი შვილის ბექა ზარდიაშვილის გვერდით დავკრძალავ და დედინაცვალი არა დედა ვიქნები. ახლა ჩემი ჩამოსვლა მაქ არ შეიძლება რომ ჩამოვალ ორივეს მოვუვლი ზეცაში ერთად იქნებიან, გთხოვ შვილო დამეხმარე ემიგრანტი ამერიკიდან ნინო წკიპაშვილი.
21 წლის გახდა 16 ივნისს და 19 ივნისს მომიკლეს 2012 წელს ამერიკაში.


(ემიგრანტი შვილი მოუკლეს ემიგრანტ დედას და სწორედ მისი შვილის გვერდით ითხოვს რომ დაკრძალონ ქუჩის მუსიკოსი სამირი... მე მინდა მიცვალებული ვიშვილოო და ჩემი შვილი გახდეს ჩემს ბექას ზეცაში გაეხარდება ის იცავდა სამირისნაირ დაჩაგრულ ადამიანებსო... ვერ ჩამოვალ ეხლა ამერიკიდან მაგრამ ჩემი ოჯახი მოაგვარებსო... და როცა ჩამოვალ დედობილი არა დედა ვიქნებიო....




ცნობისთვის, ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი (ზაზა) გარდაიცვალა. 


"ყველასთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.


გზა მშვიდობისა სამირ ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი ..."



"უკანასკნელი ლაივი ემიგრანტებისთვის მიძღვნილი სიმღერა..... დღეს დილით ნახეს საწოლში გაყინული....



შეგახსენებთ უსინათლო მარი სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ისიც ვაგზალზე მღეროდა და ისიც შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხის ექსკლუზივი იყო.... იხილეთ ლაივი https://www.facebook.com/100010818515954/videos/618201621883783/?hc_ref=ARQ4cHVnAjzEVPtaCFwlx2SafWwQA2Y3i-E1rrOVUTaq6GQR2lG6sF_zYVLvbOkK-3c


ის მღეროდა სიყვარულზე, და ყველას მოუწოდებდა სიყვარულისკენ, ვერ იტანდა უსამართლობას! ნათელში იყოს მისი სული, გამიკვირდა ეს დღეები არ ჩანდა, მივხდი რომ მას რაღაც მოუვიდა, ძალიან ბევრი რამ მახსოვს და შემიძლია ვთქვა მასზე... ვინც მას ჩაგრავდა, რა ნამუსით და გულით შეძლებთ ცხოვრებას! თქვენი მიყენებული ტკივილი მას მიწაში ჩაყვა!" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.


სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი უკრაინელი იყო. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს - როგორც თავად ყვებოდა გია ჯაჯანიძის "სხვა რაკურსში", ის მათთვის არა შვილი, არამედ მონა იყო.


15 წლის ასაკში სამირი თბილისში გადავიდა დედობილთან ერთად საცხოვრებლად, მამობილმა კი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით ის მარტო გადავიდა საცხოვრებლად და ქირით თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა."


ცოტა ხნის წინ მისი დაკრძალვის შესახებ ინფორმაციაც გახდა ცნობილი.


"წაიკითხეთ!!! შოთო მოკლედ ესეთი ამბავია: 1 საათის უკან ვესაუბრე მეგობარს რუსთავი2 ში და დღეს მოიძიეს ყველა შესაძლებელი ინფორმაცია. როგორც სამირის ნათესავები თვითონ ამბობენ პროკურატურიდან დაურეკეს და შეატყობინეს სამირის ამბავი და ჰკითხეს მიცვალებულს წაიყვანდნენ თუ არა. სანათესაომ (და არა მამამისმა) აიღო საკუთარ თავზე ეგ პასუხისმგებლობა როგორც ოჯახის წევრებმა (კანონიერმა) და თვითონ უთქვიათ მორგიდან წინასწარ შეთანხმებულად როდის უნდა გადაესვენებინათ მიცვალებული პროცედურების მიხედვით. მორგშიც გაარკვია ჟურნალისტმა და ყველაფერი პროცედურების გათვალისწინებით მოხდა და თვითონ შეუთანხმდა მორგი წინასწარ ოჯახს როდის უნდა გადაეცათ ცხედარი. (თაბაგრები ქვია სოფელს) მიცვალებულისთვის მაცივარი წინასწარ გაუმზადებიათ სანამ დაასვენებდნენ. როგორც ირკვევა მამინაცვალი არის ინვალიდი (ფეხი არ აქვს) და ყველაფერს გარშემო ნათესავები აგვარებენ. ამბობენ რომ მათი ნათესავია სამირი და მაგათი მოვალეობა არის რომ თვითონ დაკრძალონ. ასევე ამბობენ რომ ყველას შეუძლია ღიად მისვლა გასვენებაზე. სხვათაშორის ისიც უთქვიათ რომ ემიგრანტების ჯგუფს (არ ვიცი რომელს) ელაპარაკნენ და შეთანხმებულან რომ 15 კაცი ჩავა გასვენებაში და ქელეხისთვის ამ ხალხისთვის ადგილები დაუმატებიათ. მათი ნება არის რომ თვითონ დაკრძალონ სამირი და სამწუხაროდ სამართლებლივად სხვანაირად ვერაფერი მოხერხდება გადმოსვენების ამბავში. ლეგატიმაცია არ არსებობს რითიც დავა შეიძლება ამ საკითზე. ჩემ ადვოკატ მეგობარსაც ველაპარაკე და განვიხილეთ ეს საკითხი. ფაქტებით დასტურდება რომ გვამი არ მოუტაციათ, ყველა პროცედურა დაცული იყო და მიცვალებული ჰყავთ იქ ადამიანურ პირობებში დასვენებული - ჟურნალისტის მოძიებული ინფოა ყველა. როგორც არ უნდა გვინდოდეს რომ მისი ბოლო თხოვნა ავასრულოთ, თუკი არ არის მათი “ოჯახის” ნება ჩვენ სხვანაირად ვერ ჩავერთვებით გარდა იმისა რომ პატივი მივაგოთ. მე გადაწყვეტილი მაქვს ნათესავები გავაგზავნო გასვენებაში ხვალ და მაინც პატივი მივაგო ამ კეთილი ადამიანის ხსოვნას ყვავილებით. ამ ფორმით გამოვხატავ გულისტკივილს და ადამიანურად მორალურ ვალს მოვიხდი საკუთარ თავთან. ნათელში იყოს მისი კეთილი სული მეგობარო, ჩვენი ჩვენის მხრივ ცივილიზებულ ფორმაში მოვიხადოთ მორალური ვალი, იმის ფარგლებში რასაც მძიმე რეალობა გვაძლევს  "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"


პ.ს. და მაინც უყურეთ მაია ასათიანის პროფილს სხვა რაკურსს და სხვადასხვა გადაცემებს იქ სამირი ნათლად ამბობს რომ სასტიკად ექცეოდნენ და მას ოჯახის სითბო არასდროს ღირსებია. ასევე გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე ქ.ლ. მარინასთვის უთქვამს ვისთან ერთადაც ცხოვრობდა რომ რომ თუ მოვკვდები თბილისში დამმარხეთო მისი უკანასკნელი სურვილი ეს იყო... მას არ უშვებდნენ ჭიათურაში ამას სატელეფონო საუბარში ადასტურებს (რომელიც ჩაწერილია) ქ.ლ. ელზა რომელსაც 2 კვირით ადრე დაურეკა სამირმა და უთხრა რომ მინდ შენი ნახვა მინდა მაგრამ ჭიათურაში ვერ ჩამოვალ მეშინიაო, ელზამ უპასუხა ჩამოდი საღამოს და სახლში ჩემთან დარჩი ეგენი ვერაფერს გაიგებენო, შემდეგ სთხოვა რომ ცუდად გრძნობდა თავს გული აწუხებდა და ინტერნეტით ეჩვენებინა მესენჯერში მისი სახლი მიუხედავად იმისა მაქ სულ ტანჯვაში ვიყავი აქედან მაინც შევხედო და ნეტა ფეხი დამადგმევინაო, ის თბილისში ნაქირავებში ცხოვრობდა 15 წელი.


დიდი მადლობა ყველა ემიგრანტს მხარდაჭერისთვის და საქართველოში მცხოვრებლებსაც ეს თემა სამუდამოდ დარჩება დიდ იარად და ტკივილად გადაქცეული ყველა ემიგრანტისთვის და არა მარტო მათთვის!!!! უფალი ყველაფერს ხედავს და ყველას მისი მიეზღვება ადრე თუ გვიან!!!!!! ეს ჩვენ გვეჩქარება ღმერთს კი არა...!!!!
(წაშლილია ემიგრანტების არხის ხუთი ლაივ ჩართვაც ამ თემასთან დაკავშირებით ანუ 7 ლაივიდან დარჩენილია მხოლოდ 2 ლაივი 4 საათიანი)


"შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" მოუწოდებს ყველა ჟურნალისტს და მედიაპორტალს რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბ.ნ. შოთო სიხარულიძეს აღარ დაუკავშირდნენ!!! ასევე მოუწოდებს ყველას სიმშვიდისკენ და იმისკენ რომ ეს მტკივნეული თემა დახურულია და ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ გარდაცვლილის სპეტაკი სულისთვის და მარადიული ხსოვნისთვის.


კომენტარები:

ფართი შოპი