საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და პერუს კონკურენციის ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

04 Dec 2018 06:57

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ  ნოდარ ხადურმა  და პერუს რესპუბლიკის თავისუფალი კონკურენციისა და ინტელექტუალურისაკუთრების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (Indecopi) პრეზიდენტმა ივო გაგლიუფმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


მემორანდუმი უწყებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დაწყებას, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების სფეროში თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობის აღსრულებისა დაწარმოებული საქმეების შესახებ არაკონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას, სასწავლო ვიზიტების, ექსპერტთა ტრენინგებისა და  ორმხრივიკონსულტაციების ორგანიზებას. 


მემორანდუმის ხელმოწერა პარიზში მიმდინარე OECD-ის კონკურენციის მე-17 გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს  წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით. ნიშანდობლივია, რომ უწყებებს შორის მემორანდუმის გაფორმება ასევე დაემთხვა Indecopi-ს 25 წლის იუბილეს. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი,  თეონა გიუაშვილი.


სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით განხორციელდა და მასში ასევე პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, აურელიო ლა ტორემ მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები:

ფართი შოპი