მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში 202-ე უსინათლოთა სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება

04 Dec 2018 07:14

შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლას ეწვია და სკოლაში არსებულ ვითარებას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.


მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაბამისად, მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება  და ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.


„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენს ბავშვებზე და შევუქმნათ შესაბამისი პირობები ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით. ის, რასაც ვხედავთ დღეს, ამ პირობებში ბავშვების ყოფნა მიუღებელია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ზრუნვას იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ ბავშვებმა შესაფერის გარემოში მიიღონ განათლება“  - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი