,,თბილისის დღიური - 1866-1900" - 10 დეკემბერს, თსუ-ში, წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

05 Dec 2018 04:40

10 დეკემბერს, 18:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, 115-ე აუდიტორია)  გაიმართება წიგნის: ,,თბილისის დღიური - 1866-1900" პრეზენტაცია.


კრებულში თავმოყრილია აღნიშნული პერიოდის პრესაში, ,,ივერიასა" და ,,დროებაში" დედაქალაქის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები. შინაარსობრივი და ვიზუალური მასალა ქრონოლოგიურად, წლების მიხედვითაა წარმოდგენილი. 


წიგნში წარმოდგენილია მრავალფეროვანი მასალა, რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი, მაგრამ ეროვნულობის შესანარჩუნებლად მებრძოლი თბილისის ქრონიკები, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენები, სადაც ჩანს განვითარებაც და არსებული პრობლემებიც, ქალაქის წარმატებებიც და წარუმატებლობაც, ქალაქური ტრადიციებიც და დროის შესაბამისად, სხვათა მიმბაძველობაც, ჩანს ძველი თბილისის ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივია, დროსთან ერთად დაიკარგა და ისიც, რომელიც თავის წიაღში დღემდე შემოინახა დედაქალაქმა. წარმოდგენილი მასალა მრავალეთნიკური ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების დღიურია, რომელიც XIX საუკუნის პრესის ქართულითაა გადმოცემული.


წიგნის შემდგენელია ანა ბაქანიძე.


პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


კომენტარები:

ფართი შოპი