შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს მერია კარვებში გამათბობლებს უმონტაჟებს

05 Dec 2018 05:36

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს უმონტაჟებს.  ამის შესახებ "პალიტრა ვიდეო" წერს.


როგორც მასალაშია ნათქვამი, აქციის ერთ-ერთი მონაწილის განმარტებით, აქციის მონაწილეებმა დღეს შეშა მოიმარაგეს, რათა შეშით ღუმელით გამთბარიყვნენ, თუმცა, მათთან მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც ელექტროგამათბობლები შესთავაზეს. მათი განცხადებით, ელექტროენერგიას პარლამენტი მიაწვდის - წერს გამოცემა.


მათვე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.


პარლამენტთან რამდენიმე თვეა შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ისინი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.




კომენტარები:

ფართი შოპი