ვინ შესთავაზა კახა კალაძეს პარლამენტის თავმჯდომარეობა

04 Jul 2017 23:51

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, "TV პირველთან"  საუბრისას განაცხადა, რომ მისი მერად წარდგენის გადაწყვეტილება, პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.


"პირველი შემოთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარეობა, რაზეც მე უარი ვთქვი. სადაც ვერ ვხედავ, რომ გამოვავლენ ჩემ შესაძლებლობებს, იქ ნამდვილად ვერ ავიღებ პასუხისგებლობას. არ მქონდა მე საამისო უნარები და გამოცდილება. გიორგის ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი სხვა კანდიდატი იქნებოდა შერჩეული პარლამენტის თავმდომარედ. 


მოგვიანებით შემომთავაზა მერობის კანდიდატად წარდგენა და მე დავთანხმდი."-განაცხადა კალაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი