"როგორ ბლოკავს ,,საქართველოს რკინიგზა“ კონკრეტული კომპანიის საქმიანობას და როგორ უქმნის მას ხელოვნურ ბარიერებს"

05 Dec 2018 06:05

5 დეკემბერს 11:00 საათზე კომპანია ,,ქროსლაინ ლოგისტიკის“ დირექტორი ლაშა ფარულავა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,HUB Georgia” - ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე, ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის შენობასთან, (თამარ მეფის გამზირზე N15) პრესკონფერენციას გამართავენ.


პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება  საქმის ახალი დეტალების შესახებ, თუ როგორ ბლოკავს ,,საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნული კომპანიის საქმიანობას და როგორ უქმნის მას ხელოვნურ ბარიერებს.  ,,საქართველოს რკინიგზა“, ,,ქროსლაინ ლოგისტიკს“ უკვე რამდენიმე თვეა  სრულ გაურკვევლობაში ამყოფებს და არ ახდენ კომპანიის კუთვნილი ტვირთის, კერძოდ ნავთობპროდუქტების გატარებას სომხეთის მიმართულებით, რასაც მას მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს.


საკონტაქტო პირები :

  • “Crossline Logistics”-ის დირექტორი ლაშა ფარულავა TEL: 577 14 81 18
  • ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. TEL:   5 99 02 40 21

კომენტარები:

ფართი შოპი