ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმა განხილვის პროცესშია

05 Dec 2018 06:27

„ანაკლია სითიმ “ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევის ის შედეგები განიხილა, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია „BuroHappold Engineering“-მა წარადგინა.


წამყვან ბრიტანულ კომპანია „BuroHappold Engineering“ -თან „ანაკლია სითიმ“ ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში გააფორმა. კომპანიას  ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ზონის ანალიზი, პროექტის განხორციელების კვლევა და კონცეპტუალური მასტერპლანის  შედგენა დაევალა.


„BuroHappold Engineering“-ი  კვლევის პროცესში შეხვდა სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოში არსებულ 70 მდე ლოგისტიკის, მწარმოებელ და სხვა კომპანიებს.  


„BuroHappold Engineering“-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „BuroHappold Engineering“-ი სხვადასხვა დროს წარმატებით მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი