5 დეკემბერს, ევროკავშირის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტო სემინარს გამართავს

05 Dec 2018 06:48

კონკურენციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზ.13), ევროკავშირის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტო სემინარს მართავს თემაზე - ევროკავშირის მხარდაჭერაკონკურენციის სფეროში.

 

სემინარზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური, ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან დაინტერესებული მხარეები და ბიზნესისწარმომადგენლები.

 

სემინარზე პრეზენტაციებს წარადგენენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები და იმსჯელებენ საქართველოს კანონმდებლობის  ევროკავშირის  სამართლებრივ ბაზასთან  დაახლოების  მიმდინარე  პროცესზე,  ასევე განხილული იქნება - თუ რა სარგებელი მოაქვს კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებასბიზნეს გარემოსთვის; როგორ    შეიძლება    კონკურენციის   გაძლიერებამ   და    ევროკავშირის   სამართლებრივი პრინციპების გაზიარებამ ხელი შეუწყოსმეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და წაახალისოს თანამშრომლობა ევროპულ და ქართულ კომპანიებს შორის.

 


კომენტარები:

ფართი შოპი