"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, "TV პირველთან" საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ერევა.
"მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველა შტოს. ამ ინფომაციას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა" თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით. მოსახლეობა უნდათ დაარწმუნონ, რომ ბიძინა ივანიშვილი გვმართავს. არ არის ეს ასე,"-განაცხადა კალაძემ.