საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

05 Dec 2018 07:04

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:

 

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ:


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება! აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს (მათ შორის, გეგმიურად და საჩივრის საფუძველზე) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს არის სამუშაო პროცესი და ემსახურება სკოლებში ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას, მართვის ხარისხის შეფასებას და შესაბამის რეაგირებას. 2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა განათლების სფეროს დეპოლიტიზაციაა და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება."- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი