საქართველოში კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

05 Dec 2018 19:32

კონკურენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,საქართველოს კონკურენციის სააგენტომ,  ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო თბილისი მარიოტში,  სემინარი გამართა თემაზე - „ევროკავშირის მხარდაჭერა კონკურენციის სფეროში“.


„კონკურენციის საერთაშორისო დღეს საქართველო უკვე მეორე წელია უერთდება, რომელიც 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება დადაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან. გილოცავთკონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას,  კოლეგებს, თანამშრომლებს, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს, სემინარზე მოწვეულ სტუმრებს - ბიზნესის წარმომადგენლებს და  საერთაშორისო ექსპერტებს.   დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ თუ როგორ    შეიძლება    კონკურენციის   გაძლიერებამ   და    ევროკავშირის   სამართლებრივი პრინციპების გაზიარებამ ხელი შეუწყოს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და წაახალისოს თანამშრომლობა ევროპულ და ქართულ კომპანიებს შორის. განვიხილავთ საქართველოს კანონმდებლობის  ევროკავშირის  სამართლებრივ  ბაზასთან  დაახლოების  მიმდინარე  პროცესებს.  თუ რა სარგებელი მოაქვს კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას ბიზნეს გარემოსთვის  და ა.შ. სამართლიანი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბებადა დაცვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ეფექტიანობის ამაღლებისა და ყველა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა მიმართულია თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის დაცვისკენ და ხელშეწყობისკენ“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა.    


სემინარზე პრეზენტაციებით წარსდგნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: დანიელ კოლგანი - წამყვანი ექსპერტი სამართლის დარგში და დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩი, წამყვანი ექსპერტი კონკურენციის დარგში. სამუშაო შეხვერაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და სხვა თანამშრომლებმა; ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა აურელიო ლა ტორემ, ბიზნესის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა პირებმა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებმა.


სემინარი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით განხორციელდა.


კომენტარები:

ფართი შოპი