საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს გამართულშეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობის თემაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ელჩი ასევე დაინტერესდა მისი გეგმებითა და საზოგადოების შერიგებისპროცესთან დაკავშირებული ხედვით.
„ეს იყო პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან არჩევნების შემდეგ. მკითხა, როგორია პირველი გეგმები და მასაც ის ვუთხარი, რაც თქვენგაგიმხილეთ ინაუგურაციის შესახებ. მკითხა, როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის შერიგების პროცესი, რაცსაზოგადოებასთან უნდა დაიწყოს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეხო საუბარი, იყო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლებაარსებობდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც შეიძლება, გაკეთდეს“, – განუცხადა სალომეზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭერასუცხადებს.