მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც მარგველაშვილის სიძის გვარმა გაიჟღერა

07 Dec 2018 07:33

პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძეს ბრალს ორი მუხლით წაუყენებენ. მინდია გოგოჭურს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობასა დაიარაღის უკანონო ტარებას ედავება. მასთან ერთად დაკავებულიაგიორგი რაზმაძე, რომელსაც პოლიცია დაჭრის გამო ეძებდა. 


შსსში აცხადებენ რომ ბინიდან, სადაც გოგოჭური და რაზმაძეიმყოფებოდნენ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს, ხოლო ეზოსი იპოვეს მათ მიერ გადაგდებული ორიცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, მჭიდებითურთ.


გოგოჭური არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებდა, თუმცა, მას მუდამ ხელს აფარებდაპრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება ძირითადად მკვლელების, პედოფილებისა და ბარიგების შეწყალებაში გაფლანგა. 


მათ შორის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაშიც გოგოჭურის გვარმა გაიჟღერა, რუსთაველზე მოკლული 23 წლისზურა ტარყაშვილის საქმეა. მოკლულის დედის განცხადებით, მისი შვილი სხვა თანამზრახველებთან ერთადგოგოჭურმა მოკლა, თუმცა, პროკურატურამ მას ბრალიც კი არ წაუყენა. 


რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახმა ფოტოც კი გაავრცელა, რომელსაც ასე ასათაურებდა: მინდიაგოგოჭური პროკურატურის ეზოში და მინდია გოგოჭური მკვლელობის ადგილზე.


მოკლულის დედა, პრეზიდენტის მეუღლის სიძეს, მინდია გოგოჭურს ერთერთ მკვლელად მოიხსენიებდა დააცხადებდა: „მარგველაშვილი ხელს აფარებს მკვლელს, რომელმაც 23 წლის შვილი მომიკლა“.


ზურა ტარყაშვილის დედა, სამართალდამცველებს, საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს, მათ შორისტელეკომპანიების წარმომადგენლებს სთხოვდა დაინტერესებულიყვნენ მისი შვილის მკვლელობის საქმეშიპრეზიდენტის სიძის მონაწილეობის შესახებ. 


შეგახსენებთ რომ გოგოჭური დღეს სპეცოპერაციის დროს საბურთალოზე დააკავეს, სადაც ის ნაქირავებ ბინაშიდაჭრისთვის ძებნილთან ერთად იმყოფებოდა.



presa.ge


კომენტარები:

ფართი შოპი