"ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?!" "ეს მხდალი ქალთმოძულე, გონებაჩლუნგიც ყოფილა“

07 Dec 2018 08:04

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოსთავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილი პირუტყვს შეადარა:


“ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა, თუ უშვებს (ანჰგონია, რომ ვინმე უშვებს), რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ სააკაშვილს აიძულებდა შეცდომების დაშვებას. თავად ამ მხდალ ტიპსიმდენჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი კამერების წინ, მისი სიტყვებიც დამონათხრობიც უმნიშვნელოა, მაგრამ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ არცერთ დისკუსიაში, არასოდეს, სააკაშვილისგუნდის არცერთი წევრითვის ამირიდებია პოლიტიკური პასუხისმგებლობა “სისხლიანი 9 წლის” შეცდომებზე დასიკეთეებზე. P.S. ფოტო კარგად შეურჩევია – ეს არჩევანი ბევრს ამბობს თავად ოქრუაშვილზე”, – წერს ჩერგოლეიშვილი.


ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქის სტატუსი, რომელმაც ჩერგოლეიშვილის განრისხება გამოიწვია:


 “ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ ტვ პირველზე ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების ბრალი იყოო. იმ ერთ კაცში მიშას გულისხმობდა. ღმერთო, ხანდახან რა უკუღმა მოაწყობ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოსმჭერმეტყველი? გეგონება მაგის ქმარი არ იყო გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით ყველაზე მეტად გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე. ლესელიძეზე რესტორანში “ვილკებს” რომ იყრიდა ჩემთან კამათითვანო და დათა არაფერ შუაში არიანო”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი