„ამ სამივე შვილით მივალ და მეც ვუყვირებ, მესროლეთ-თქო - მართლა ამ აზრზე ვარ!“

07 Dec 2018 08:10

მოგეხსენებათ, დავით ქაცარავა თანამებრძოლებთან ერთად, უკვერამდენიმე თვეა საოკუპაციო ხაზთანაა დაბანაკებული, თვალყურსადევნებს რუსების თითოეულ ქმედებას და რამდენადაც ესშესაძლებელია, წინააღმდეგობს უწევს მათ თავგასულობას. 


დღეს კვლავ განახორციელა ფეისბუქლაივი ატოციდან, სადაცრუსების უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, რაც ქაცარავს თქმით,საოკუპაციო ხაზის კიდევ გადმოწევას მოასწავებს. დამეთანხმებით ალბათ, უყურო საკუთარმეუღლეს,რომელსაც თავზეხელაღებული რუსი იარაღს უმიზნებს, ძალიან რთულია. ცრემლმორეული სოფიახაჭაპურიძე, დავით ქაცარავს მეუღლე, სწორედ იმ ემოციებზე წერს, რაც ვიდეოს ყურებისას დაეუფლა:

"ახლა ვზივარ სახლში და არეული გრძნობების გამო ვტირი. რა ვქნა, რა მოვიმოქმედო? ჩავკეტო და არგავუშვა? დედა, რა გატირებს? - მეკითხება ქეთი. აბა, რა ავუხსნა? დე, მამიკო რუსი იარაღიანი ჯარისკაცებისწინ დგება და სროლა მოგიწევსო, ამას ეუბნება-თქო, ეს ვუთხრა? ჩემი ცხოვრების ადამიანი რაღაცებს სჩადისდა მე ვეთანხმები, ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. ერთის მხრივ შიშით გული მისკდება და ამავე დროს ამსამივე შვილით მივალ და მეც ვუყვირებ, მესროლეთ-თქო - მართლა ამ აზრზე ვარ!
ათჯერ ვუყურე დღევანდელ ვიდეოს. აი, რუსულად რომ ეუბნება ირაღიანებს რაღაცეებს, თან ის ფოტოს რომუღებს ჩემს ქმარს, მაგ მომენტზე ღრიალით ვსკდები. არ ვიცი, რა ვქნა, მართლა რაღაც ძალიან უცნაურიხდება ჩემს და ჩემი ოჯახის თავს. 

ეს ცხოვრება წამია და დაე ღირებულ წამად შედგეს ყოველი ჩვენგანისთვის".


mshoblebi.ge

 


კომენტარები:

ფართი შოპი