თბილისში მასშტაბური საგანმანათლებლო ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება

07 Dec 2018 19:55

8-9 დეკემბერს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს.


მასწავლებლები, ექსპერტები, უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები თანამედროვე ტენდენციებს გაეცნობიან, ასევე გაიზიარებენ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უზრუნველყონ  აქტიური სასწავლო გარემო და ხელი შეუწყნ საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია  სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება.


კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.


2-დღიანი კონფერენციის ფორმატი მრავალფეროვანია და შედგება მოწვეული ექსპერტების პლენარული მოხსენებებისგან; პარალელური სესიებისგან, სადაც მონაწილეები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიებს და ინოვაციურ იდეებს წარადგენენ.  ასევე გაიმართება ტექნოლოგიების გამოფენა.


კონფერენციის ინიციატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრია. პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები არიან „მაიკროსოფტ-საქართველო“ და „ლიბერთი ბანკი“.


კომენტარები:

ფართი შოპი