თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის თელავის ისტორიულ მუზეუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართა

08 Dec 2018 03:23

7 დეკემბერს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის თელავის ისტორიულ მუზეუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.


დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნა წარმოდგენილი.


კერძო სექტორმა ფორუმზე თავისუფალი ვაკანსიები მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგინა.


ფორუმში მონაწილეობა შეეძლო თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს. მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს.


პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა. მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.


დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე და ეფექტური საშუალებაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში.


2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით თელავის ფორუმის ჩათვლით ჩატარდა 12 დასაქმების ფორუმი. ქალაქ თბილისში: ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რიონებში, ასევე ჩატარდა რეგიონებში: ბათუმის, თეთრიწყაროს და რუსთავის დასაქმების ფორუმები.


კომენტარები:

ფართი შოპი