გიორგი ჩაკვეტაძე: „თბილისში პირველად, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა“

08 Dec 2018 05:37

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სპორტსმენებისთვის ჯილდოების გადაცემის წესი დამტკიცდა.


„თბილისში პირველად, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა. პრემიის გაცემა მათი წარმატების გათვალისწინებით მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივით, სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებს მიეცემათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, მომავალში  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზონ,”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში გამარჯვებულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს გადაეცემათ 1000-დან 7000 ლარამდე თანხა I, II, და III ადგილების შესაბამისად. მისივე თქმით, წლის დასაწყისში, აღნიშნული მიმართულებით თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, თუმცა წესში ასახვას საჭიროებდა.


კომენტარები:

ფართი შოპი