აქციის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შშმ სტატუსის დამადასტურებელს დოკუმენტის წარდგენისშემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობისწარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაშიგადაეცემა.
თეა წულუკიანის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტიპირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი − 1 500 000მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმპირებისათვის გამოცხადდა.
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებების იდენტიფიკაციასა და მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე იუსტიციის სამინისტრო მუდმივადმუშაობს.
იუსტიციის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შშმ პირთა მონაწილეობით მომზადდა კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა უფლებების“ შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ძირითადპრინციპებს და შშმ პირების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებასა და განვითარებას. დღეისათვის მიმდინარეობსკანონპროექტის ფინანსური შეფასების პროცესი, რომელსაც „UNDP“-ის მიერ შერჩეული საერთაშორისო ექსპერტი აწარმოებს. ამის შემდეგ კანონპროექტიმთავრობას წარედგინება.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირისმონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება. მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესისვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედებისმონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შშმ პირებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი უწყებებია - იუსტიციის სახლებში გარე პერიმეტრზედაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი,თბილისის იუსტიციის სახლის სივრცეები მორგებულია უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე. შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალურიტაქტილური ბილიკები; ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები. უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი. იუსტიციის სახლების 300 მათანამშრომელმა უკვე გაიარა სპეციალური ტრენინგი და ჟესტების ენას დაეუფლა. წლის ბოლომდე სწავლებას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელიგაივლის.
შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს უწყებების ვებგვერდები და ონლაინსერვისები. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორცუსინათლო და მცირემხედველთათვის, ისე სმენადაქვეითებულთა და ყრუთათვის.