ბექა დავითულიანი - ნაციონალური მოძრაობა 2012 წლიდან ბოიკოტის რეჟიმშია

08 Dec 2018 06:40

თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. დავითულიანის განმარტებით, ახალ პრეზიდენტს 60%-იანი ლეგიტიმაცია აქვს და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები.


„2012 წლიდან მოყოლებული ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს ყველა კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესს. საქართველოს ჰყავს 60%-იანი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ფაქტი. მალე საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათ შეუძლიათ ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ“- განაცხადა ბექა დავითულიანმა .


კომენტარები:

ფართი შოპი