კონსტანტინე მორგოშია: ის, რაც ვარკეთილში მოხდა, ირანში რომ მომხდარიყო, ხუთივე უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავებს მოაძრობდნენ და სარებზე დაკიდებდნენ!

05 Jul 2017 01:46

"ქართველთა მარში" არ არის მიმართული კონკრეტულად თურქების, ან სხვა ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ, უბრალდ, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას ვითხოვთ!"-   განაცხადა, ბიზნესმენმა და "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.


"ყველას გვყავს უცხოეთში ახლობლები, მაგრამ არ აქვთ უცხო ქვეყანაში მყოფ ქართველებს ისეთი პროვილეგიები, რასაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ქვეყანაში შემოსულებს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, უკიდურეს გაჭირვებაში არიან და მათ, აქ ყველფერი გასდით.


ის, რაც ვარკეთილში მოხდა, ირანში რომ მომხდარიყო, მსგავსიც კი, სახალხოდ, ხუთივეს ლინჩის წესით ჩაქოლავდნენ! თავებს მოაძრობდნენ და სარებზე დაკიდებდნენ". - განაცხადა მორგოშიამ.


ცნობისთვის,  ს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.


გამოძიება  გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).


კომენტარები:

ფართი შოპი