"წუხელ ყველა ტიროდა სახლში, იმიტომ რომ პირველად ეძინათ ოთახში 9 წლის შემდეგ"

10 Dec 2018 14:11

აკა სინჯიკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


"მტკვარზე, ვაგონში მცხოვრები ოჯახის ამბავი - როგორც იცით სამი ქალი, ხუთი ბავშვით ცხოვრობდნენ მტკვარზე, არაადამიანურ პირობებში 9 წელი.ჩემი პოსტის შემდეგ, სადაც დავწერე რაც ხდებოდა და გამოსწორება დავიწყეთ, ვიღაცას გაახსენდა რომ ბავშვები ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ეგრევე სოციალური სამსახური მივიდა პატრულით და ხუთიდან, ოთხი ბავშვი წაიყვანეს, ერთი ამათი და არ იყო და დატოვეს. სულ სამი დღე გვჭირდებოდა, რომ ყველაფერი გამოგვესწორებინა, 9 წლის შემდეგ.გამგებელიც ახლა შეხვდა ოჯახის წევრს და დაპირდა რომ შეიძლება ბინის ქირის ნაწილი დაუფინანსოს გამგეობამ. ახლა ყველაფერი ასეა - ვიშოვეთ და გადავიხადეთ სახლის ფული, სადაც თბილა, დიდი ფართია, ბავშვებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. დედას სამსახური ვუშოვეთ, აქვთ და ექნებათ საჭმელი, ტანსაცმელი და წამლები. დღეიდან ვიწყებთ სახლში, დედასთან ბავშვების დაბრუნების პროცესს. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველაფერს დავწერ, როგორ იქნება ამბები, მანამდე კი იცით რა მოხდა? წუხელ ყველა ტიროდა სახლში, იმიტომ რომ პირველად ეძინათ ოთახში 9 წლის შემდეგ. პატარაც და დიდებიც თბილად არიან, დედა კი თავის შვილებს ელოდება და დაიბრუნებს კიდეც".


კომენტარები:

ფართი შოპი