ნიკოლოზ მჟავანაძე: მალე ოკუპაციის საზღვარი ავტობანზეც გაივლის!

05 Jul 2017 02:46

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს:


"თუ არ დაიწყება რუსეთთან პირდაპირი დიალოგი მალე ოკუპაციის საზღვარი ავტობანზეც გაივლის!"-აღნიშნავს მჟავანაძე.



სოფელ ბერშუეთში რუსეთის სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლების მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„გორის რაიონის სოფ. ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, - ნათქვამია სუსი-ს განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, საკითხს აუცილებლად დააყენებენ 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.


კომენტარები:

ფართი შოპი