ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, კონკურენციის სააგენტო , უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურ-პროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას

11 Dec 2018 05:29

"საქართველოს პრემიერ მინისტრის - მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  კონკურენციისსააგენტოს თავმჯდომარის - ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში,  ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურ-პროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას  და დადგენილი წესისშესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს", -  აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალ "მხარეს" კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს. 

 

როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროულიშეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი