სამეგრელოში, სოფელ ბანძაში, მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტა იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს

11 Dec 2018 07:31

მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა ერთი ქოთანიოქროს მონეტები იპოვეს, რომელიც ქუთაისში ლომბარდში 11 ათასლარად ჩააბარეს. მონეტები , სავარაუდოდ, შუა საუკუნეებსგანეკუთვნება და დაახლოებით მილიონ ლარამდეა მისი ღირებულება – “თაიმერს” ექსკლუზიურად აცნობა წყარომ.  “თაიმერის” მეორე წყაროსცნობით, სულ ნაპოვნი იყო 30 მონეტა. 


როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისმარტვილის რაიონულ სამმართველოში განუცხადეს  შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფელ ბანძაში მოქალაქეებმასაფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნივთები იპოვეს. ფაქტის დასადგენად გამოძიება დაიწყოსისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ადგილობრივი გარდაცვლილი პირის დასაკრძალადსაფლავის გათხრისას მოქალაქეებმა თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლისმონეტები. გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს დავერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი ნივთების მპოვნელმა მოქალაქეებმაქალაქ ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში.


საქმეზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ სრულადამოღებულია ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე გამოძიების ფარგლებშიექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვისდაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.


მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობითდადგინდეს რა ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღებისა და შეფასების საკითხი. ასევე ფაქტთანდაკავშირებით გრძელდება აქტიურ საგამოძიებო მოქმედებები.



timer.ge



კომენტარები:

ფართი შოპი