ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც 25 წლის ქალი მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა უვადო პატიმრობა მიესაჯა

11 Dec 2018 07:53

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილისმკვლელობისთვის ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს უვადოპატიმრობა მიესაჯა.


ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მიმდინარე წლის 13 აპრილს მოხდა.


საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით,მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.


საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვებიცდილობდნენ.


გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლისდისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემშემთხვევის ადგილი.


რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელგარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულადედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა.



კომენტარები:

ფართი შოპი