ქუთაისელმა ტაქსის მძღოლმა ბიჭი თვითმკვლელობისგან იხსნა - " უიმედო სიყვარულმა მიბიძგაო"

11 Dec 2018 08:37

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობის მიზნით, რუსთაველის ხიდიდან გადახტომას ცდილობდა.


ქალაქში მოძრავი ტაქსის მძღოლი მორიგ შეკვეთას ასრულებდა, რა დროსაც ხიდის პირას მდგარი ადამიანი დაინახა. გააჩერა ავტომობილი და სასიკვიდლოდ განწირული ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.


„მე ჩავისვი ახალგაზრდა კაცი მანქანაში და დავიწყე მასთან საუბარი, რომ იმ მდგომარეობიდან გამომეყვანა. როდესაც ცოტა დამშვიდდა, მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ უიმედო სიყვარულმა უბიძგა. არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა", - ამბობს ტაქსის მძღოლი ლაშა ჭუმბაძე.


ლაშა უკვე ორი წელია რაც მგზავრების გადაყვანას ახორციელებს. „ვამაყობთ იმით, რომ „მაქსიმის" მძღოლია ასეთი პატიოსანი, გულისხმიერი და სამაგალითო მძღოლი", - აღნიშნავს ოფისის ხელმძღვანელი.

 

plus.kvira.ge


კომენტარები:

ფართი შოპი