მერაბ მეტრეველი: კომპანია, "თბილისის მიკროავტობუსი", რომელსაც საკუთარი მძღოლებისთვის ვერ მოუვლია, გასაგდებია ქალაქიდან!

05 Jul 2017 03:44

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი შინაარსის ამბავს გვიყვება:


,,დღეს ერთ ჩემს თანამშრომელს უჩხუბია მარშუტკის მძღოლთან კონდიციონერის გამო. მძღოლს რომ ვერაფერი გააგებინა დაურეკია კომპონიის პაირთან ნათია მიქიაშვილთან. პიარს ცალკე უჩხუბია მძღოლთან, ჩართე, თორემ სანქციებს დაგაკისრებთო. მძღოლი გაბრაზებულა და თუ არ გჯერათ, რომ არ მუშაობს კონდიციონერი, ახლა გიჩვენებეთ სეირსო და ჩაურთავს, ოღონდ სავარაუდოდ მარტო ვენტილაცია, ან შეიძლება გათბობაც კი. ისეთი ცხელი ჰაერი წამოვიდა ხალხი კინაღამ გაგუდულა. ხალხი ეხვეწებოდა გამორთე, შენი არაფერი გვინდაო. ამან არ გამორთო, სეირი უნდა გიჩვენოთ თქვენო და ასე გაგუდა მგზავრები მთელი გზა! ეს ჩემი თანამშრომელი ორი გაჩერებით ადრე ჩამოსულა.


ვინმემ მძღოლები არ შემაცოდოთ! ხოლო ეს კომპანია, რომელსაც საკუთარი მძღოლებისთვის ვერ მოუვლია, არის გასაგდები ქალაქიდან!” - წერს მერაბ მეტრეველი.


კომენტარები:

ფართი შოპი