კონდიცირების ჩაურთველობის გამო, 56 მძღოლს 2 კვირით მუშაობის უფლება ჩამოერთვა

05 Jul 2017 16:34

დედაქალაქის მერი თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების გამოუყენებლობის შემთხვევების აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს. 


ნარმანია აცხადებს, რომ თბილისის მერია ამ კუთხით მონიტორინგს ატარებს, რომლის შედეგებიც რეაგირების მოხდენის მიზნით კომპანიას ეგზავნება. 


მონიტორინგის თანახმად, მხოლოდ გუშინ გაგრილების სისტემის გამოუყენებლობის 218 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 162 მძღოლს პირველადი გაფრთხილება მიეცა, 56-ს კი რეგულაციების მეორედ დარღვევის გამო, 2 კვირით მუშაობის უფლება ჩამოერთვა. 


მიკროავტობუსების მძღოლებისთვის აღნიშნული რეგულაციები დედაქალაქის მასშტაბით 1 ივლისიდან ამოქმედდა. 


presa.ge


კომენტარები:

ფართი შოპი