24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს.
“13 დეკემბერს თბილისის ზღვაზე ნანახი იქნა მისი ცხედარი, რომელიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გრძელდება”- განუმარტეს “პრაიმტაიმს” შსს-ში.
შეგახსენებთ, 24 წლის გიორგი გიუნაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. იგი 19 ნოემბერს ოთხიდან ხუთ საათამდე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.