"სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ჩემზე ნუ ისაუბრებთ. ხატვა გააგრძელეთ. მომწონს თქვენი ნამუშევრები"- ირმა ინაშვილი მაია ორჯონიკიძეს პასუხობს

14 Dec 2018 11:15

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პასუხობს მაია ორჯონიკიძეს.


“მაია ორჯონიკიძე, იმედია, წაიკითხავს (უკვე მერამდენედ) ამ პოსტს: ქალბატონო მაია, მე არა ვარ ივანე ინაშვილის შთამომავალი. ჩემი დიდი ბაბუა იყო მღვდელი და სერგო ორჯონიკიძის დავალებით წამებით მოკლეს ბოლშევიკებმა. რაც შეეხება ინაშვილებს გვარს, მე ვამაყობ ჩემი გვარით… ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი ამაყობს მისი გვარით. ინაშვილების გვარმა სამშობლოს არაერთგზის შეწირა თავი. 300 არაგველთა შორის რამდენიმე ინაშვილი იყო. ასე რომ, სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ჩემზე ნუ ისაუბრებთ. ხატვა გააგრძელეთ. მომწონს თქვენი ნამუშევრები.”– წერს ინაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი