რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია?

05 Jul 2017 16:47

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას წინა წლის შემოსავალმა 72 108 ლარი შეადგინა. 


როგორც ლაშა თორდიას მიერ 27 ივნისს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, მთავარი აუდიტორი თბილისში 165,10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს, რომელიც 2014 წელს 105 680 დოლარად შეიძინა. მის მფლობელობაშია ამავე მისამართზე მდებარე 17,50 კვ. მეტრის ავტოფარეხი.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში თორდიას „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 700 ლარი, საკრედიტოზე - 78 376 დოლარი; ხოლო ,,საქართველოს ბანკის“ საკრედიტოზე - 3 500 ლარი ჰქონდა. 


ამასთან, დეკლარაციის  თანახმად, ლაშა თორდიას „თი-ბი-სი ბანკში“ ჰქონდა იპოთეკური სესხი 106 000  დოლარის ოდენობით, რომლის გასავალმაც 2016 წლის განმავლობაში 15 500 დოლარი შეადგინა. 


გენერალურ აუდიტორს ჰყავს მეუღლე - მაია ირემაშვილი, შვილი - საბა თორდია და გერი - მარიამ შანიძე. დეკლარაციის მიხედვით, მაია ირემაშვილი ფლობს 149,91 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, ამავე მისამართზე მდებარე - 5 კვ. მეტრის სარდაფსა და 140 კვ. მეტრი ფართობის სხვენს. აღნიშნული 200 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მან 2016 წელს დედისგან მიიღო საჩუქრად. 


რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ირემაშვილს „კორსტანდარტ ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 200 ლარი ჰქონდა. ამასთან, თორდიას მეუღლე არის შპს „ქართულ- ევროპული სასწავლო ცენტრის“ 30%-იანი წილის მფლობელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ ცენტრის საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია. 



წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მაია ირემაშვილის შემოსავალმა ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე 21 600 ლარი შეადგინა. 



რაც შეეხება გასავალს, შვილის საბა თორდიას სწავლის საფასურის სახით ირემაშვილმა 2016 წელს 4 600 ლარი გადაიხადა. 


წყარო: bpn.ge



კომენტარები:

ფართი შოპი