"უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ხალხია სომხები, უამრავი რამ არის, რისიც უნდა თეთრი შურით გვშურდეს"- ნიკა გვარამია

14 Dec 2018 11:49

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ხალხია სომხები. უამრავი რამ არის, რისიც უნდა თეთრი შურით გვშურდეს, მაგალითად, მათი შრომისმოყვარეობის და ბიზნეს ალღოსი.


მაგრამ, გინდა 1918 წელი ავიღოთ, გინდა სსრკ-ს დაშლა, სომხეთი ყოველთვის ჩაბმული იყო საქართველოზე, რომელიც სულ მოვლენების ლიდერი ლოკომოტივი იყო. თანამედროვე ისტორიაში პირველად, სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი. ასევე, პირველად ისტორიაში - ბევრად უკეთ ცნობილი და სიმპათიური საერთაშორისო წრეებისთვის.


იმ კატასტროფიულ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, სომხეთი ძალიან მალე გახდება რეგიონალური ლიდერი და იმ ერთადერთ სტატუსსაც დავკარგავთ, რომლითაც სულ თავი მოგვქონდა მინიმუმ ბოლო 2 საუკუნეა."- წერს გვარამია.


კომენტარები:

ფართი შოპი