"შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს ინაუგურაციაზე ელისო კილაძის დაპატიჟების გამო, მაგრამ მაინც წავალ, ქალბატონი სალომეს პატივისცემით..."

16 Dec 2018 05:49

ია მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ვინაიდან, ქალბატონი სალომე, არ იყო საქმის კურსში და ისე მოხდა ეს გაუგებარი საქციელი, გულისხმობ ელისო კილაძის დაპატიჟებას, პრეზიდენტის ინაოგურაციაზე ,ამიტომ, გადავწყვიტე მაინც დავესწრო ამ ისტორიულ ღონისძიებას ,ქალბატონი სალომეს პატივისცემით, თორემ ნამდვილად აღარ დავესწრებოდი, რადგან ძალიან შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს. ელისო კილაძე, რომელმაც სასტიკი შეურაცყოფები აყენა საზოგადოების დიდ ნაწილს, რა თქმაუნდა ჩემი ჩათვლით და რაც მთავარია ,ქალბქტონი სალომეს მიმართაც არ დაუშურებია "ქათინაურები" ,ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ქალბატონი წარმოადგენს პირდაპირ, ნაციონალურ მოძრაობას და პირდაპირი მტერია ქართული ოცნების,რას ნიშნავს მისთვის მოსაწვევის გაგზავნა,თუ არა მიზანმიმართულ პროვოკაციას , რომლითაც ფაქტიურად დასცინეს საზოგადოაბას. იმედია, გაარკვევენ საიდან მოდის ეს პროვოკაცია და ვინ დგას ამის უკან."- წერს ია მეტრეველი. 


კომენტარები:

ფართი შოპი