"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ კახა კალაძის განცხადება არასწორად გაავრცლეს" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

16 Dec 2018 06:45

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც,  უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.


მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცლეს. კერძოდ, ისე წარმოაჩინეს თითქოს თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი ბრიფინგის სრული ვერსია წარმოადგინა.


ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება.


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.


კომენტარები:

ფართი შოპი