"საქართველოდან იმიტომ წავედი, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი"- მიხეილ სააკაშვილი

16 Dec 2018 08:02

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან საქართველო გადაღლილობის გამო დატოვა.


ეს განცხადება სააკაშვილმა ისრაელის ტელეკომპანიის, «9 канал»-ის ეთერში გააკეთა.


ჟურნალისტის კითხვაზე - „რატომ წახვედით საქართველოდან, როცა თქვენი პრეზიდენტობის ვადა დასრულდა? თქვენი პარტიის არჩევნებში წაგება „ცოცხების სკანდალმა“ განაპირობა, რომელსაც თქვენ ინსცენირებად მიიჩნევთ. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ დაიწყეთ სიმართლის დადგენა?“, სააკაშვილმა უპასუხა:


დასვენება სურდა. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. რამდენ ხანს იყო ბენიამინ ნეთანიაჰუ [პირველად] ხელისუფლებაში? იგი ლექციებს კითხულობდა. მეც ლექციების კითხვა დავიწყე, შემდეგ ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა. საერთოდ, პოლიტიკოსების ბედში სხვადასხვა პერიპეტიები ხდება. ახლა ქართული პოლიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ იმავდროულად ვრჩები უკრაინულ პოლიტიკაშიც“-განაცხადა სააკაშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი