"ვამბობდი, შვილის ცხედარი მომეცით, ნუ დამიკარგავთ, შვილი დამატირებინეთ-მეთქი.."

05 Jul 2017 18:19

"ზუსტად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამთავრებული, როგორც შემოდგომის ბუზები წაკბენენ-წამოკბენენ ისე არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში დამთავრებული არიან. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ეს კრიმინალური ძალა საქართველოში დასამარდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „მარშალპრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა. 


ხოფერიამ ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში როგორც თავად ამბობს, მის შვილებს სდევნიდნენ, კვირაში ორჯერ სადარბაზოსთან ხვდებოდნენ და ნარკოტიკულ შემოწმებაზე მიჰყავდათ. 


„2012 წლამდე მე ვიყავი ძალიან უბედური, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინფრომაცია მქონდა. მყავს ორი ბიჭი, რომლებსაც კვირაში მინიმუმ ორჯერ სადარბაზოსთან ხვდებოდნენ და განყოფილებაში მიჰყავდათ შემოწმებაზე, ასევე ჩემი მეგრობრების შვილები, ეს მახსენდება როგორც კოშმარი, თან მე და ჩემი შვილები 26 მაისის მონაწილეები ვარ. მე მაქვს გადატანილი ყველაზე რთული პერიოდი ალბათ დედისთვის, ეს იყო სადღაც 36 საათიანი განცდა იმისა, რომ შენი შვილი მკვდარია. არაფერს ვითხოვდი, ერთადერთს ვამბობდი, შვილის ცხედარი მომეცით, ცხედარს ნუ დამიკარგავთ გეხვეწებით -მეთქი, უახლოეს ადამიანებს ვურეკავდი, რომ თუ მკვდარია, შვილი დამატირნებით-მეთქი, ვერ აგიღწერთ რამდენად საშინელი განცდა იყო ეს. დღევანდელი დღე და წარსული, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთამანეთისგან, ეს ხომ სრულიად განსხვავებული ყოფაა?!“, – ამბობს ხოფერია.



წყარო: http://marshalpress.ge

http://marshalpress.ge/archives/123114


კომენტარები:

ფართი შოპი