7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს განახორციელებს

05 Jul 2017 18:31

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ 7 ივლისიდან იწყებს.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებ 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარია.


ფრენები შესრულდება ყოველდღე ოთხშაბათის გარდა. კომპანიამ ავიარეისების განხირციელების უფლება ტენდერით მოიპოვა.


შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.


imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი