"ბიძინა, პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში რომ მართალი იყო, ისე არაფერში!"- ნანუკა ჟორჟოლიანი

20 Dec 2018 06:49

”როცა ადამიანი არასწორია არ უნდა გახდეს შენი თანამოაზრე მხოლოდ იმიტომ რომ საერთო მტერი გყავთ. ბიძინა, პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში რომ მართალი იყო, ისე არაფერში. მე მაინც არ მქონდეს გადაღებული მის მიერ ხალხის ფულით ნაყიდი სახლები. უფანჯრო ოთხი კედელი შემინულიც კი არ იყო და იქ მრავალშვილიანი ოჯახი შეასახლეს. არც კი გამკვირვებია ბანის იქ დანახვა”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პაატა ბურჭულაძის გარშემო აგორებულ სკანდალს, რომელმაც რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.


კომენტარები:

ფართი შოპი