"ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს"- სალომე ზურაბიშვილი

20 Dec 2018 21:30

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 28 წლის შესრულებას ულოცავს:


"დღეს შესრულდა 28 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს!" 


სწორედ ეროვნული გვარდიაა ის მტკიცე საფუძველი, რაზეცდგას საქართველოს შეიარაღებული ძალები. ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიულიმთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინცთავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე.პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს."-  ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი