"ბიძინა დაჭერას უპირებდა, წავიდა და ერთი სიმღერით "გააიასნა" გრიგორიჩის პატრონთან საქმე"- ირაკლი ოქრუაშვილი

21 Dec 2018 15:35

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პაატა ბურჭულაძის რუსეთში სიმღერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ცოტა დამიგვიანდა თემის შესაბამისი პოსტი მაგრამ სჯობს გვიან... რა პრიმიტიულად ვუყურებთ ხშირად ქართველები მოვლენებს. ერთი ამბავი ატყდა, პაატა ბურჭულაძე როგორ წავიდა მოსკოვში და როგორ იმღერაო. ზოგმა იმით გაამართლა, რომ მეგობარმა მიიწვია და უარს ხომ არ ეტყოდაო, ზოგმა იმით რომ ფულს უხდიდნენ და აბა, რა ექნაო, ზოგმა არ იცოდა, რომ პუტინი იქ იქნებოდა და მას უმღერებდაო...


ვერ გამოიცანით. ბიძინა დაჭერას რომ უპირებდა იავნანას საქმეებზე, კაცი შეწუხებული იყო. მონახა გამოსავალი, წავიდა და ერთი სიმღერით "გააიასნა" გრიგორიჩის პატრონთან საქმე.


ბიძინასთან და პროკურატურაში საქმის ჩაწყობა თუ გინდათ პუტინს, უნდა უმღეროთ“, - წერს ოქრუაშვილი.



15 დეკემბერს, დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა "დაისიდან“ არია "ღვინოვ კახურო“ შეასრულა.

ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.


კომენტარები:

ფართი შოპი