მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრში FABRIKA/ფაბრიკა, საქართველოს ახალგაზრული ორგანიზაციების რიგით IX საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

21 Dec 2018 16:52

მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრში FABRIKA/ფაბრიკა, საქართველოს ახალგაზრული ორგანიზაციების რიგით IX საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა გახსნეს.


მინისტრის მოადგილის თქმით: „ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის,  სამინისტრო კარგად აცნობიერებს ახალგაზრდობის მნიშვნელობას  და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის პრიორიტეტს სწორედ ახალგაზრდული მიმართულებების განვითარება წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და მათი კომპეტენციების გაზრდა.“


ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით IX ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ჩართული არიან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობაში. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.


ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით, მოგვიანებით შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც აისახება  მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების  ხელშესაწყობად.


საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებსა და გამოწვევებზე.


საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი, 2007 წლიდან,  UNFPA, UNICEF-სა და UNIDO-ს მხარდაჭერით და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით ხორციელდება.



კომენტარები:

ფართი შოპი