მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება, ხოლო 21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე

21 Dec 2018 21:42

მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება, ხოლო  21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე - ეს ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ "მხარეს" თბილისის მერიიდან აცნობეს.


"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.


აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.


ასევე,  21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე.


სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის."- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი