"თუ წყევ­ლა გუ­ლი­დან მო­დის, მას ძალა აქვს და ად­რე­სა­ტამ­დე აღ­წევ­ს"- მოქმედებს თუ არა წყევლა მომავალ თაობაზე?

23 Dec 2018 18:44

წყევ­ლა აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთი ფორ­მაა, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და, რა­საც ძვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და წყა­რო­ე­ბი ადას­ტუ­რებს.


წყევ­ლის დროს ადა­მი­ა­ნი, ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის მოხმო­ბით (რა­საც სი­ტყვე­ბით გა­მო­ხა­ტავს), გა­მიზ­ნულ დარ­ტყმას აყე­ნებს სხვას. ასე­თი ფაქ­ტე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვია, რად­გა­ნაც წყევ­ლა-კრულ­ვის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვა­რი­ა­ცი­ის წარ­მოთ­ქმა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის მე­ტყვე­ლე­ბა­ში უკვე ჩვე­ვად­ქ­ცე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლია. მა­გა­ლი­თად, კრულ­ვის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი მაქვს მოს­მე­ნი­ლი ქარ­თლის რე­გი­ონ­ში, ასე­ვე იმე­რეთ­ში...


ამ­ბო­ბენ, თუ წყევ­ლა გუ­ლი­დან მო­დის, მას გარ­კვე­უ­ლი ძალა აქვს და ად­რე­სა­ტამ­დე აღ­წევ­სო. ესეც რომ არ იყოს, სი­ტყვა ბგე­რე­ბის უბ­რა­ლო ერ­თობ­ლი­ო­ბა არ არის, ზო­გა­დად, დიდი ენერ­გი­ით არის და­მუხ­ტუ­ლი და ადა­მი­ან­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია. აქ მა­გა­ლი­თის­თვის სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგავ-არა­კი - "ენით და­კო­დი­ლი" გა­მოდ­გე­ბა, როცა ცუ­ლით და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი თავი გამ­თელ­და, ენით მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს კი არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა...


რო­გორც ეკ­ლე­სია ამ­ბობს, წყევ­ლის გავ­ლე­ნას შთა­მო­მავ­ლო­ბაც გა­ნიც­დის, ანუ და­წყევ­ლა მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ას აქვს გან­ჩი­ნე­ბა და კურ­თხე­ვან­ში წე­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს (მა­წყე­ვარ­საც და და­წყევ­ლილ­საც) სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, წყევ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მა­შინ, როცა მიხ­ვდე­ბა, რომ ამ ყვე­ლაფ­რით ცუდი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა და უნდა მო­ი­ნა­ნი­ოს...


მოკ­ლედ, კრულ­ვა ერთ-ერთი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვაა. ამას­თან, მშობ­ლის წყევ­ლა-აღ­შფო­თე­ბა შვილ­ზე ძლი­ე­რად მოქ­მე­დებს, იმ­დე­ნად, რომ შე­იძ­ლე­ბა ად­რე­სატს მოს­ვე­ნე­ბა და­ა­კარ­გი­ნოს და ცხოვ­რე­ბაც აუ­რი­ოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ბო­ბენ, როცა დედა შვილს წყევ­ლის, მისი ძუ­ძუ­ე­ბი ლო­ცა­ვე­ნო...


ლე­ი­ლა, დი­ა­სახ­ლი­სი, 45 წლის:

- ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი, ვი­წყევ­ლე­ბი. როცა რა­ღა­ცა­ზე გავ­ბრაზ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­მე­ტო. ვიცი, რომ ეს კარ­გი საქ­ცი­ე­ლი არ არის, მერე სა­კუ­თარ თავ­ზე გუ­ლიც კი მომ­დის, მაგ­რამ გას­რო­ლილ სი­ტყვას უკან ხომ ვერ და­აბ­რუ­ნებ?!


ია, ბუ­ღალ­ტე­რი, 38 წლის:

- წყევ­ლა რო­გორ არ ვიცი. ადა­მი­ა­ნი რომ გა­გამ­წა­რებს, არა­ა­და­მი­ა­ნი­ვით რომ მო­გექ­ცე­ვა, რო­გორ გინ­და ამის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა?! ამი­ტომ და­მი­წყევ­ლია. რამ­დე­ნად მის­ვლია მას ჩემი წყევ­ლა, არ ვიცი, მაგ­რამ ამით ეტყო­ბა, გულს იფხან ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა, ჩემი ცუდი საქ­ცი­ე­ლი ისიც არის, რომ შვი­ლიც და­მი­წყევ­ლია...


იზო, გა­რე­მო­ვაჭ­რე, 57 წლის:

- ერთხელ ერთი ადა­მი­ა­ნი დავ­წყევ­ლე და ორ დღე­ში ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და. არ ვიცი, ჩემი წყევ­ლის გამო მოხ­და ასე, თუ უბ­რა­ლოდ, და­ემ­თხვა... არა­და, ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზა - დიდ ტყუ­ილ­ში გა­მო­ვი­ჭი­რე, მაგ­რად გავმწარ­დი.


ივე­რი, მშე­ნე­ბე­ლი, 60 წლის:

- კა­ცებ­მა უფრო გი­ნე­ბა ვი­ცით, მაგ­რამ წყევ­ლა მეც წა­მომ­ცდე­ნია, ამ­ბო­ბენ, კა­ცის წყევ­ლა ხდე­ბაო, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი სი­ტყვე­ბით უბე­დუ­რე­ბა არა­ვის და­მარ­თნია. თუმ­ცა ჩვენს სო­ფელ­ში ერთი ქალი იყო, სა­ში­ნე­ლი წყევ­ლა იცო­და, შვი­ლიშ­ვილს ისე­თი სი­ტყვე­ბით ამ­კობ­და, ლა­მის ქვა "დნე­ბო­და". შენ არ გა­ი­ზარ­დე, - სულ ამას დას­ძა­ხო­და. ბავ­შვი კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ვერ აე­წყო. არ ვიცი, ეს ბე­ბი­ა­მი­სის კრულ­ვის ბრა­ლია, თუ მისი უნი­ა­თო­ბის.



ხალ­ხში წყევ­ლის, ისე­ვე რო­გორც გი­ნე­ბის, სა­ო­ცა­რი ვა­რი­ა­ცე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მო­უს­მე­ნია. ვი­ნა­ი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად არ­სე­ბობს, ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დით, ფოლკ­ლო­რის­ტე­ბის მიერ შეს­წავ­ლი­ლია თუ არა ეს თემა. ჩვენს კი­თხვებს პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე პა­სუ­ხობს:


- ძველ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბა­ში, ძეგ­ლებ­ში წყევ­ლა-კრულ­ვის მა­გა­ლი­თე­ბი საკ­მა­რი­სად არის გაბ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ ხალ­ხურ ნი­მუ­შებ­ში თით­ქმის არ გვხვდე­ბა (აქ იმ მა­სა­ლას ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლის შეგ­რო­ვე­ბა ჩვენ­ში აქ­ტი­უ­რად XIX სა­უ­კუ­ნი­დან და­ი­წყო). მეტ­საც გე­ტყვით, ახლა XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სულ პე­რი­ო­დი­კა­ში ქარ­თულ-კავ­კა­სი­ურ ფოლკ­ლო­რულ მა­სა­ლას ვსწავ­ლობთ და არ­სად მსგავ­სი არა­ფე­რია და­ცუ­ლი. ამი­ტომ წყევ­ლა ფოლკ­ლორ­ში რო­გორც ჟან­რი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. რო­გორც ჩანს, იგი­ვე მთქმე­ლებს, შემ­სრუ­ლებ­ლებს, წყევ­ლა-კრულ­ვა­ზე ასე არც უფიქ­რი­ათ, ვი­ნა­ი­დან ფოლკ­ლო­რი იშიფ­რე­ბა რო­გორც ხალ­ხის სიბ­რძნე...


- ვფიქ­რობ, რომ ამ მა­სა­ლის შეს­წავ­ლა ალ­ბათ, მა­ინც შე­იძ­ლე­ბო­და...


- იცით, რომ წყევ­ლას რე­ლი­გია კრძა­ლავს, რად­გა­ნაც მა­წყე­ვარს მო­უბ­რუნ­დე­ბაო, თით­ქოს ბუ­მე­რან­გის ძალა აქვს, სხვა­თა შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ყო­ველ­თვის ეში­ნო­და ამის, რად­გა­ნაც ფიქ­რობ­დნენ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვის შე­დე­გი აქვს და სი­ტყვის ძა­ლას მა­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, - ამი­ტო­მაც არ აღი­ნუს­ხა ეს სა­ში­ნე­ლი ფორ­მუ­ლე­ბი.


თუმ­ცა მხო­ლოდ ერთ მოხ­სე­ნე­ბას ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, ქუ­თა­ი­სის დი­ა­ლო­ქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ვის­მი­ნე, სა­დაც წყევ­ლის მა­გა­ლი­თე­ბი ჰქონ­დათ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, მომხსე­ნე­ბელ­მა უბ­რა­ლოდ ნი­მუ­შე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. მაგ­რამ იმ მწი­რი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით რა­ი­მე დას­კვნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თან, მომხსე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში შეგ­რო­ვე­ბულ ნი­მუ­შებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბო­და...


წი­ნათ დე­დებ­მაც იცოდ­ნენ შვი­ლის და­წყევ­ლა, რაც მსუ­ბუ­ქად აღიქ­მე­ბო­და, იმ გა­გე­ბით, რომ როცა დედა იწყევ­ლე­ბა, მისი ძუ­ძუ­ე­ბი ილო­ცე­ბაო, მაგ­რამ იქვე აფრ­თხი­ლებ­დნენ, - არ და­წყევ­ლო, ამინ­მა (ამი­ნი - უხი­ლა­ვი ძალა, რო­მე­ლიც ვი­თომ­და ადა­მი­ანს ნატ­ვრას უს­რუ­ლებს) არ ჩა­მო­ი­ა­რო­სო. "ამინს" პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სახე ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, ანუ თუ და­წყევ­ლა ამი­ნის ჩა­მოვ­ლის დროს და­ემ­თხვე­ო­და, ის დას­ტურს მის­ცემ­და და შე­იძ­ლე­ბა ნათ­ქვა­მი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო...


- უც­ნა­უ­რია ისიც, რომ წყევ­ლა ფოლკ­ლორ­ში ჟან­რად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გა­ნაც ხალ­ხში წყევ­ლის მარ­თლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფორ­მუ­ლე­ბი არ­სე­ბობს...


- კი, ტრა­დი­ცი­ულ ჟან­რებ­ში გვაქვს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გა­მო­ცა­ნა, ან­და­ზა, მაგ­რამ კრულ­ვა - არა. სხვა­თა შო­რის, თვი­თონ ფოლკ­ლო­რულ ტექ­სტებ­ში (ზღაპ­რე­ბი, თქმუ­ლე­ბე­ბი) პერ­სო­ნა­ჟე­ბიც არ იწყევ­ლე­ბი­ან. ამას იქ ვერ შეხ­ვდე­ბით. თუნ­დაც უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი - კუ­დი­ა­ნი დე­და­ბე­რი, თუ ჯა­დო­ქა­რი ცუდ საქ­ცი­ელს წყევ­ლის გა­რე­შე სჩა­დის...


ვფიქ­რობ, რომ ამ მა­გა­ლი­თე­ბის აღ­ნუს­ხვას და ჟან­რობ­რივ გან­ხილ­ვას ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი მა­ინც იმი­ტომ გა­ექ­ცნენ, რომ ეს მა­გა­ლი­თე­ბი თა­ვის­თა­ვად უსი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი იყო...


მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ახლა ამ სა­კითხს შე­იძ­ლე­ბა სად­მე სწავ­ლობს კი­დეც ვინ­მე, უბ­რა­ლოდ მსგავს ნაშ­რომს ჯერ ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ წყა­რო­ებ­ში, ძეგ­ლებ­ში, სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბა­ში წყევ­ლა-კრულ­ვის საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მუ­ლე­ბი არ­სე­ბობს. თვი­თონ მო­ნას­ტრებ­ში ტექ­სტე­ბის გა­დამ­წე­რე­ბი მი­უ­თი­თებ­დნენ, "ვინც ეს მო­ნას­ტრი­დან გა­ი­ტა­ნოს, ვინც ამ ნა­წერ­ში რა­ი­მე შეც­ვა­ლოს, წყე­უ­ლიმც იყოს, კრულ იყოს", ამას­თან, იმ ტექ­სტებ­ში უფრო მძი­მე ფორ­მე­ბია გაბ­ნე­უ­ლი.


ლალი ფაცია,

ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი