ხატია სიჭინავას დედამთილი შეურიგდა, რომელმაც მას ბეჭედი აჩუქა

25 Dec 2018 16:18

ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ საახალწლო საჩუქარი დედამთილისგან მიიღო. ეს საჩუქარი ოქროს ბეჭედია. 



ალბათ ბევრს ახსოვს რძალ-დედამთილს შორის დაპირისპირება, რომელიც საჯარო სივრცეში მიმდინარეობდა. ხატიამ და მისმა დედამთილმა სოციალურ ქსელში ერთმანეთს ბევრი უსიამოვნო ფრაზა დაუწერეს. მაშინ დედამთილმა ხატია საჯაროდ დაწყევლა და განაცხადა, რომ მაშინ გაუბედურდა, როცა ხატია მის ოჯახში შევიდა. დედამთილმა რძალს წარსულიც არაკორექტულ კონტექსტში შეახსენა. თავის მხრივ, ხატიამ პასუხად განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დედამთლთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, თუმცა, ამას ხალხში მალავდა.


როგორც ჩანს, რძალ-დედამთილს შორის ამჯერად ეს პრობლემა მოიხსნა და მათ ურთიერთობაში ჰარმონიაა. ხატიას დედამთილმა, მოჭიდავე რამაზ ნოზაძის დედამ, ლალი ნოზაძემ სპეციალურად რძლისთვის ოქრომჭედელს ბეჭდის დამზადება შეუკვეთა, რომელზეც სიტყვა სიყვარული-ინგლისურადაა გამოსახული. " ძირითადად "სიყვარულო" მესმის და პირადად შენთვის გავაკეთებინე ოქრომჭედელსო," - ასე უთქვამს ხატიასთვის დედამთილს. 



ხატიამ დედამთილთან ერთად გადაღებული ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და მეგობრებისგან მილოცვებიც მიიღო.


presa.ge


კომენტარები:

ფართი შოპი