"ნანუკას შოუ" ქალების დიდ ნაწილ ატუტუცებს და კაცების დამცირებაზე გადადიან, ამიტომაცაა კონფლიქტები ოჯახებში!"-ემზარ კვიციანი

26 Dec 2018 01:35

"ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ. ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს. თქვენ ადგილას დავიწყებდი აქციებს გადაცემის დახურვის მოთხოვნით. თან, პერმანენტულს."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ემზარ კვიციანის საპასუხოდ, რომელიც ამბობს, რომ ვინც "ნანუკას შოუს" უყურებს, 90%-ს ოჯახი აქვს დანგრეული.


ნანუკა ჟორჟოლიანის "პოსტს" ემზარ კვიციანი გამოეხმაურა:


"აქ როგორი შაყირები დაგიწყია ნანუკა,ერთი ისიც მოყევი კოდორში ჩემ დასათან ნორასთან ცალ ხელში კუბდარი რო გეჭირა მეორეშიხაჭაპურიო როგორც ანზორ მარგიანმა გამხილა ჩემს სასამართლოზზე.შენმა ზონდერმა ქმარმა კოდუამ რომ დაგირეკა რა უთხარი? სვანებმა გამიტაცეს და მიშველეო?და ამის მიზეზით სპეცნაზი რომ შეიყვანეთ კოდორში ანუ პოლიციის ნასეტკობა შეგისრულებია როგორც სასამართლოზე გამოიკვეთა!შენ კიდე ბედავ და მე მახსენებ ჩემი დის დაჭერაში გაქ მიღებული მონაწილეობა და კოდორის უბედურებაში!ასევე სწორედ თქვენი გადაცემაა ქალების დიდ ნაწილს რომ ატუტუცებს და აკაცების დამცირებაზე გადადიან და ამიტომაცაა სწორედ უმეტესი კონფლიქტები ოჯახებში!და ეს ბოტები და ჰაჰავშიკები ჩემთვის არაფერს ნიშნავვენ თქვენ იკითხეთ როდემდე გასტანთ სიყალბით ცხოვრებას დავინახავთ!!!"


ნანუკა ჟორჟოლიანმა იხტიბარი არ გაიტეხა და მიუგო:


"რა საყვარელი ხართ ეს ოხერი. 1. კოდორში რომ შემოვიდნენ მე საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. ის, ნანა იყო ლეჟავა, რომელიც დღეს იმედშია, მე სხვა ნანა ვარ ბატონო ემზარ, რომელიც მანამდე ვიყავი თქვენთან, სვანეთში და თქვენმა დამ ძალიან კარგად მიმასპინძლა. ვიყავი ჟურნალისტებთან ერთად. გადავიღე სიუჟეტი როგორ დაშალა მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ნაწილი, არ მახსოვს რა ერქვა თავდაცვას ეკუთვნოდა, გავაკეთე რეპორტაჟი და ეთერშიც გავიდა. რაც შეეხება ჩემს იდეაას, იქნებ დაიწყოთ აქციები. კუბდარს რაც შეეხება ძალიან გემრილი იყო.".


კომენტარები:

ფართი შოპი