27 დეკემბერს #თბილეთი საქველმოქმედო აქციას დუშეთის შ.შ.მ.პ პანსიონატში გამართავს

26 Dec 2018 03:43

"აჩუქე სითბო" - სახელწოდებით აქცია ყოველ წელს, წინა საახალწლო დღეებში იმართება. აქცია ქ.თბილისის # 142 საჯარო სკოლის ბაზაზე ხორციელდება და მის ფარგლებში სხვადსხვა პანსიონატის  650 -მდე ბენეფიციარს უკვე გადეცა თბილი ტანსაცმელები, წიგნები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. 


წელს #თბილეთი და "აჩუქე სითბო" დუშეთის შ.შ.მ.პ პანსიონატის ბენეფიციარებს მოინახელებს.  საჩუქრებთან ერთად პანსიონატში კონცერტს ახალგაზრდა მომღერლები თორღვა, საბა საფარელი, საბა ღურწკაია, მახო თოდუა და სხვები გამართავენ.  


აქციის ორგანიზატორი #142 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ახალგაზრდა პოეტი დიკა სალაყაია არიან.


კომენტარები:

ფართი შოპი