სამართლის სკოლის ორგანიზებით და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჟურნალისტებისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა

27 Dec 2018 17:37

26 დეკემბერს, ქ. თბილისში, სამართლის სკოლის ორგანიზებით და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის სახელწოდებით - ,,სამართლებრივი ტერმინოლოგია და საქმისწარმოების პროცედურები სასამართლოში“. 


ტრენინგს უძღვებოდნენ სამართლის სკოლის ტრენერები - არიკა არევაძე (ცენტრის დამფუძნებელი, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით) და ნიკა სადრაძე (ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით).


შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ტელევიზიების და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტები, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ ჯგუფებში პრაქტიკულ ქეისებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.   


კომენტარები:

ფართი შოპი