"რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა"- ეკა ბესელია

28 Dec 2018 07:18

ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია და დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია, სად არის და რატომ არის, ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს, რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თავად დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობი წევრის, სოფო კილაძის მისამართით განაცხადა.


ბესელიას თქმით, უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა ასეთ შეფასებებს გააკეთებს.


„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, მე მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ ალბათ. რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა. რაც ადრე ცხადდებოდა და რაც ადრე გაჟღერდა ხომ არ არის ეს დაკავშირებული აი, ამ პროცესთან, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ. ეს, როგორც ჩანს, ადრე იგეგმებოდა, რატომ იგეგმებოდა ეს ადრე იქამდეც მივალთ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია და დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია, სად არის და რატომ არის, ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს, რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თავად დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას. ამიტომ უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა ასეთ შეფასებებს გააკეთებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


ცნობისთვის, სოფო კილაძემ თქვა, რომ ყოვლად გაუგებარია, რატომ უკავშირებს ეკა ბესელია თავის გადადგომას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.


შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.


კომენტარები:

ფართი შოპი